Songtexte.com Drucklogo

Loss Songtext
von Ennui

Loss Songtext

იმედის ფერფლი გადაფარავს მეწამულ ზეცას,
ცხოვრების ტანჯვის ტყეში მე გზას მივიკვლევ.
როგორც ჭაობში გული სევდაში ჩაიძირა
ვიცი ამქვეყნად, ვერაფერი ვერ გადამარჩენს.
იქ სადაც ერთ დროს ჩემი სული სახლობდა,
ახლა ყრუ ტკივილს დაუდია ბნელი დილეგი.
ჩემი ცხოვრება ფოთლებივით დაიფანტება
და თითებს შორის ქვიშასავით ჩამოიფშვნება.
ეს ადრეული იარები რომ არ ხორცდება,
ნუთუ წყეული არის სული აწ და მარადის?
ვინ მომისაჯა საუკუნე გადაკარგულში?
ნუთუ ცხოვრების აზრი არ არის?


სიკვდილის აზრსაც ვეღარ ვხედავ...
ვერ გადავარჩინე, ის რაც იყო ჩემთვის ძვირფასი.
განდეგილი ვარ, ობოლი სული
ვერსად ვნახე ნანტრი სიმშვიდე.
საფლავის ქვების ჩრდილები ძლიერ მიზიდავენ,
მაგრამ ისინიც მუდამ დუმან.
ჩემ შეკითხვებზე პასუხად კვლავ სიჩუმეა.
წარსული არის დროის საფლავი,
პასუხების მუდმივი ძებნა იწვევს სევდას.
მომაკვდავი იმედი არის ჩემი რწმენა
ვერაფერს შევცვლი, ვერასოდეს...
სამწუხაროა...

Songtext kommentieren

Log dich ein um einen Eintrag zu schreiben.
Schreibe den ersten Kommentar!

Beliebte Songtexte
von Ennui

Quiz
„Grenade“ ist von welchem Künstler?

Fans

»Loss« gefällt bisher niemandem.